logo_geo
eng_logo
თამარ გვარიშვილი: „GERA“-ს დახმარებით, ქართველი ავტორები სამართლიან ჰონორარს მიიღებენ!
- +

8 ივნისი. 2019. 18:11

 

საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“-ს გენერალურმა დირექტორმა თამარ გვარიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრა. როგორც თამარ გვარიშვილმა განაცხადა, საქართველოში ავტორების ჰონორარი ითვლებოდა რეიტინგის მიხედვით, რომელსაც გაურკვეველი ჯგუფი ადგენდა და შესაბამისად, ანაზღაურება არ იყო სამართლიანი.

 

„ვინ თვლიდა და რა რეიტინგის ჯგუფი, ჩვენთვის ცოტა გაურკვეველია. რეიტინგი დგებოდა, რომ კონკრეტულ ავტორს კვარტალში ერთხელ ეკუთვნის კონკრეტული თანხა. თუმცა, ავტორმა არ იცოდა, საიდან ეკუთვნის ეს თანხა, რატომ მაინცდამაინც 5 და არა 2 ან 8, პირობითად. ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს დანადგარს ვაყენებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ჩატვირთული იქნება ყველა ის მუსიკა, რომელზეც ჩვენ ავტორებისაგან გვაქვს გადმოცემული საავტორო უფლება. ეს იქნება არა მხოლოდ იმის საფუძველი, რომ ეს ადამიანები სამართლიან ჰონორარს მიიღებენ, არამედ, ისინი შევლენ თავიანთ „პირად კაბინეტში“ და ნახავენ, მსოფლიოს რომელ წერტილში, სად მოუსმინეს მის სიმღერას, რაც ძალიან დიდი სტიმული იქნება ავტორებისათვის. ისინი შეძლებენ, ზუსტად გაზომონ, მათი რომელი კომპოზიცია უფრო ხშირად ისმის და კიდევ ერთი სტიმულის მიმცემი იქნება, რომ შექმნან სწორედ ის, რაზეც არის საზოგადოების მოთხოვნა“, - განაცხადა თამარ გვარიშვილმა.

 

როგორც თამარ გვარიშვილმა აღნიშნა, დღეს „GERA“-ში 70-მდე ქართველი ავტორია გაწევრიანებული.

 

„ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით ხდებოდა ისე, რომ ყველა ობიექტი, რომელთანაც ასოციაციას გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, იხდიდა გარკვეულ თანხას სკამების რაოდენობის მიხედვით. მას შემდეგ, რაც რესტორანი გადაიხდიდა თანხას, როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის დაანგარიშება და დათვლა, ეს ჩვენ ავტორებმა ვერ გაარკვიეს და ამიტომაც დადგა დღის წესრიგში ახალი ასოციაციის შექმნის საჭიროება. ეს ასოციაცია თვითონ ავტორებმა დააფუძნეს. არიან პოეტები, შემსრულებლები, კომპოზიტორები, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სიახლე. დღეს გვყავს 70-მდე ქართველი ავტორი“, - განაცხადა გვარიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×