logo_geo
eng_logo
„იმას, რაც 2019 წლის 21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მოხდა, ერქვა არა აქციის დარბევა, არამედ...“
- +

25 ივნისი. 2019. 16:20

 

 

„იმას, რაც 2019 წლის 21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მოხდა, ერქვა არა აქციის დარბევა, არამედ აქციის დაშლა სპეციალური საპოლიციო საშუალებებით - ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ სტატიაში „2019 წლის 21 ივნისიდან 2007 წლის 7 ნოემბერი ვერ გადმოედინება“ წერს.

 

„არ დაგვავიწყდეს, როგორ დაიწყო ყველაფერი 2007 წლის 7 ნოემბრის დილას: პარლამენტის შენობის წინ სულ ორიოდე კარავი იყო გაშლილი და ადგილზე ათიოდე მომიტინგეღა იმყოფებოდა, როცა უგულავას მენაგვეების, ანუ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის უნიფორმაში გადაცმულმა ზონდერებმა მათი დარბევა დაიწყეს.

 

სწორედ ამან აღაშფოთა ხალხი და ამის გამო გამოვიდა ქუჩაში ათიათასობით ადამიანი, რომელსაც შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ არამარტო საპოლიციო და სპეცდანიშნულების ძალები, არამედ ჯინსებსა და შავ ლაბადებში გამოწყობილი ზონდერები, ანუ სააკაშვილის რეჟიმმა ხალხის დასარბევად არაფორმალური, უკანონო დაჯგუფებებიც კი გამოიყენა.

 

2019 წლის 21 ივნისის ღამეს კი რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლაში მხოლოდ სახელმწიფოს კანონიერი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და არავითარი უკანონო ფორმირებები არ ყოფილან“, - წერს ხუბუა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner