logo_geo
eng_logo
„ის, რაც ნაცებმა და ბოკერიას ნაცმოვლილებლმა გააკეთეს, ამას ერთადერთი რამ ჰქვია - მავნებლობა და დივერსია!“
- +

25 ივნისი. 2019. 21:46

 

„ის, რაც ნაცებმა და ბოკერიას ნაცმოვლილებლმა გააკეთეს, ამას ერთადერთი რამ ჰქვია - მავნებლობა და დივერსია!“ - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი გიორგი გიგაური სტატიაში წერს.

 

„შემიძლია, ფაქტებით დავადასტურო, რომ ნაცბანდა საგანგებოდ ემზადებოდა რუსული ტურისტული სეზონის ჩასაგდებად, ანუ საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების დესტაბილიზაციისთვის! სხვათაშორის, ეს ნაცბანდის აგიტპრომმა „რუსთავი 2“-მაც დაადასტურა, როდესაც 26 მაისის „კვირის პოსტსკრიპტუმში“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აი, ასეთი შესავალი ტექსტი მიუძღვნა რუს ტურისტებზე და მათ ქართველ მასპინძლებზე მომზადებულ ვრცელ, ისედაც ანტირუსულ სიუჟეტს:

 

„ხელისუფლებიდან დაწყებული, რიგითი მოვაჭრეებით დამთავრებული, ყველა ცდილობს, ფეხქვეშ გაეგოს დამპყრობელ რუსეთს! რუსეთი გვიპყრობს პირდაპირი სამხედრო აგრესიითაც, მავთულხლართებითაც და უფრო ფარულად თავისი ტურისტებითაც კი! და ქართველები დამპყრობელს ლამის წითელ ხალიჩას ვუგებთ გზაზე და ოვაციით ვხვდებით მას! გაიარეთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში და მიხვდებით, რომ აქ, პირველ რიგში, რუსეთიდან ჩამოსულებს ელოდებიან - ძალიან ბევრ ადგილას წარწერები რუსულად არის. ეს რუსეთის ფეხქვეშ გაგებული უთავმოყვარეო საქართველოა!“

 

ამ გადაცემის ეთერში გასვლა იყო და, მეორე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ანტისაოკუპაციო მოძრაობამ (ანუ ნაცსექტამ) დაიწყო სტიკერების გაკვრა ინგლისურენოვანი წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“!

 

შესაბამისი ფოტომასალიდანაც ჩანს, რომ ეს სტიკერები გაკრულია მეტროპოლიტენის ვაგონებში, ქუჩებში, რესტორნების კედლებზე. მოკლედ, ყველგან, სადაც კი რუსი ტურისტები დადიან! ამ ნაცურ ისტერიას (დივერსიას) და ანტისაოკუპაციო სტიკერებს არავითარი საერთო არ აქვთ საქართველოს დეოკუპაციასთან, რადგან ეს არის ანტიქართული დივერსია, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს: რაც ნაკლები რუსი ტურისტი შემოვა ქვეყანაში, მით მეტად გამწვავდება სოციალური მდგომარეობა! ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ნაცბანდა რუს ტურისტებთან ბრძოლით ქვეყანაში სოციალური ბუნტის წინაპირობას ამზადებს!“, - წერს გიორგი გიგაური სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner