logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: არავითარი ორი „ნაცმოძრაობა“ არ არსებობს
- +

6 ივლისი. 2019. 22:58

 

„დღევანდელი საქართველოს შინაური მტრები ნაციონალები არიან“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„დღევანდელი საქართველოს შინაური მტრები ნაციონალები არიან, თავის ნაირსახეობებით. სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ და ბოკერიას ევრონაცმოძრაობა მზად არიან, მოსპონ და მოანაგავონ ყველაფერი, ბოლომდე ჩამოშალონ ეკონომიკა, შექმნან პოლიტიკური კრიზისი და ხელოვნურად გამოიწვიონ სოციალური ბუნტი, რათა 2012 წელს ქართველი ხალხის მიერ წართმეული ძალაუფლება როგორმე დაიბრუნონ. თუ ახლა რუსებთან კონფლიქტიც გამოცხვება, სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ და ბოკერიას ევრონაცმოძრაობა ხალხს ეტყვიან - ხომ ხედავთ, ჩვენსა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის არანაირი განსხვავება აღარ დარჩა, ქოცები აღარაფრით გვჯობიან და ხელისუფლებაში დავბრუნდებითო.

 

საერთოდ, სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ და ბოკერიას ევრონაცმოძრაობა იმიტომ გაიყვნენ, რომ საქართველოს გაშლილი ფრონტით, სხვადასხვა ფლანგიდან, სხვადასხვა ტაქტიკით ეომონ, თუმცა სტრატეგია და მიზანი ერთი აქვთ - საქართველოს დაჩოქება. არავითარი ორი „ნაცმოძრაობა“ არ არსებობს, არსებობს ერთი კოალიციური ლაშქარი ორი ილღაზით - სააკაშვილითა და ბოკერიათი“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner