logo_geo
eng_logo
ბესიკ ტაბატაძე: მინდა, დღევანდელი აქციის მონაწილეებს ვკითხო - ჩემი თვალი თვალი არ იყო?!
- +

13 ივლისი. 2019. 23:35

 

 

„მინდა, დღევანდელი აქციის მონაწილეებს ვკითხო - ჩემი თვალი თვალი არ იყო?! მე რომ თვალი ამომთხარეს, რატომ იყავით ჩუმად?“ - ამის შესახებ ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„იმ ხალხის უმეტესობა, ვინც ახლა რუსთაველზე დგას, მაშინ, ალბათ, ჩვენს დარბევას ტაშს უკრავდა და სააკაშვილის რეჟიმს უცხადებდა სოლიდარობას. 21 ივნისის აქციის დაშლის დროს ორმა ახალგაზრდამ თვალი რომ დაკარგა, გეფიცებით, ზუსტად ისე განვიცადე, როგორც საკუთარი თვალის ამოთხრა და შუაღამისას მათ მოსანახულებლად საავადმყოფოშიც კი მივედი, მაგრამ არ შემიშვეს. ძალიან ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ მინდა, დღევანდელი აქციის მონაწილეებს ვკითხო - ჩემი თვალი თვალი არ იყო?! მე რომ თვალი ამომთხარეს, რატომ იყავით ჩუმად?

 

რაც 21 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობის წინ მოხდა, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს. „ნაცებს“ უნდოდათ, გაემეორებინათ ის, რაც 2003 წელს შევარდნაძეს გაუკეთეს და თქვენ გგონიათ, მარტო პარლამენტის შენობაში შეჭრას დასჯერდებოდნენ? რეგიონებში გამზადებული ჰყავდათ ხალხი, რომელიც პარალელურად დაიწყებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობებში შეჭრას და მერიებსა და საკრებულოებს დაიკავებდა!

 

აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, რომელმაც აქციის დაშლის დროს ძალას გადაამეტა და არალეტალური იარაღიდან თვალში დამიზნებით ესროლა მომიტინგეებს, მაგრამ გახარიას გადადგომის მოთხოვნას ვერაფრით დავეთანხმები. დარწმუნებული ვარ, იგი განტევების ვაცების ძებნას არ დაიწყებს და რეალურად დასჯის ყველას, ვინც დასასჯელია!“ - განაცხადა ბესიკ ტაბატაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner