logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: გამორიცხული არ არის, ამ დღეებში „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი გაჩნდეს...
- +

17 ივლისი. 2019. 18:06

 

 

„ამ სამ დღეში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რჩება, ხელისუფლებას მართებს „რუსთავი 2“-თან მიმართებაში ასი თვალი და ასი ყური გამოიბას“, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„პირდაპირ ვთქვათ: გამორიცხული არ არის, ამ დღეებში „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი გაჩნდეს და მთელი ტელევიზია თავისი ტექნიკითა და ინვენტარით ფერფლად იქცეს.

 

ვინმე კაი დედის შვილია და შემეკამათოს, რომ „მოდელირებული ქრონიკის“ შემქმნელი და „ხურჩის ტერაქტის“ დამდგმელი „ნაცები“ „რუსთავი 2“-ს არ დაწვავენ!

 

იქნებ, „ნაცებს“ ასეთი რამ ჯერ არ უქნიათ, თანაც, სწორედ ქიბარ ხალვაშის ქონებასთან მიმართებაში? აბა, გაიხსენეთ, როგორ დაწვეს ხალვაშის კუთვნილი კომპანიის „არტი ჯგუფის“ შენობა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

 

და ახლაც, როცა სტრასბურგის სასამართლო დაამტკიცებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის კანონიერი ქონებაა, დიდი საფრთხე არსებობს, ტელევიზიის შენობაც ისევე დაიწვას, როგორც - ქიბარ ხალვაშის „არტი ჯგუფის“ ოფისი“, - წერს ხუბუა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner