logo_geo
eng_logo
კახა საბანაძე: პოლიტიკური სპეკულაციაა, თითქოს 20 ივნისის ღამეს ვიღაც მზად იყო მოლაპარაკებისთვის
- +

17 ივლისი. 2019. 18:14

 

 

„ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, თითქოს ვიღაც მზად იყო მოლაპარაკებისთვის“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

„იქ მოლაპარაკებაზე მომიტინგეების მხრიდან მზაობა არ იყო... კი გაიძახიან, მოლაპარაკებებს ვცდილობდითო, მაგრამ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, ამ დროს როგორ ყვირიან იგივე პირები, მივაწვეთ, პოლიცია დაიღალაო. ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, თითქოს ვიღაც მზად იყო მოლაპარაკებისთვის. ჩვენი მთავარი ინტერესი იყო მოლაპარაკება და მშვიდობიანად დასრულება, იმიტომ ვიდექით იქ ორი საათი და ვიცავდით ყოველგვარი სპეცსაშუალებების გარეშე პარლამენტის შენობას და როცა პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, სხვა შანსი არ იყო, იძულებული შევიქენით, გვემოქმედა“, - განაცხადა კახა საბანაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner