logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: „რუსთავი 2“-მა არამარტო მე, არამედ თითოეულ ქართველს ტელეეკრანისკენ გახედვა შეაჯავრა!
- +

27 ივლისი. 2019. 21:08

 

 

აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებ ისაუბრა. როგორც ჯაველიძემ განაცხადა, „რუსთავი 2“ ქვეყნის წაბილწვას და დაქცევას ემსახურებოდა.

 

„რაც „რუსთავი 2“ გაიხსნა, ეს სატელევიზიო არხი ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს, ქართული ეკლესიისა და ქართული ზნეობის მტრობის მეტს არაფერს აკეთებს! „რუსთავი 2“-მა არამარტო მე, არამედ თითოეულ ქართველს ტელეეკრანისკენ გახედვა შეაჯავრა! მას დღემდე სააკაშვილი აფინანსებდა. ტელეკომპანია თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ქვეყნის წაბილწვას, დაქცევასა და გადაჯიშებას! აი, ასეთი იყო „რუსთავი 2“ აქამდე და აწი რა იქნება, ვნახოთ!“ - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner