logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის გასახსნელად ყველაფერს ვაკეთებთ!
- +

26 თებერვალი. 2016. 23:15


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.



როგორც არჩილ თალაკვაძემ თოქ-შოუ "პოლიტიკაში"  განაცხადა, მომხდარი თავდასხმიდან ძალიან მცირე დროა გასული, ამიტომ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.

მისივე თქმით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარი დანაშაულის გასახსნელად ყველაფერს აკეთებს, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, ხოლო გამოძიებას კონკრეტული შედეგის საჩვენებლად გონივრული დრო სჭირდება".



ალექსი პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე თავს დღეს დაესხნენ. დაუდგენელმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×