logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ამერიკის პრეზიდენტები მოუკლავთ და ხაზი არ გაუსვამთ, როგორ დანგრეულ სახელმწიფოში ცხოვრობენ...
- +

27 თებერვალი. 2016. 11:55


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტსა და ქვეყანაში კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც გამზარდიამ „იბერიას" გადაცემა „პრიორიტეტებში" განაცხადა, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმეზე პოლიტიკურ დევნას გამორიცხავს:

 

„იმედი მაქვს, ალექსი პეტრიაშვილი უმოკლეს ვადებში გამოჯანმრთელდება. ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს. როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ ვერსიაზე, ყოველთვის გულისხმობენ ხელისუფლებას ან ოპოზიციას. თეორიულად, შესაძლებელია იყოს საბოტაჟი სრულიად სხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან, იყოს შემთხვევითი კრიმინალი, კერძო მიზნები ან სრულიად სხვა შემთხვევა... თეორიულად ბევრი ვერსია შეიძლება იყოს, თორემ ხმა ეკუთვნის გამოძიებას.

 

რამდენადაც ვიცი, როდესაც საქმე გამოძიების პროცესშია, მასზე საუბრისას ზედმეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

 

ამერიკის პრეზიდენტები მოუკლავთ თავის დროზე და ხაზი არ გაუსვამთ, როგორ დანგრეულ სახელმწიფოში ცხოვრობენ. პირიქით, ეს იყო მოტივაცია უფრო უკეთესის შექმნისა", - განაცხადა გამზარდიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×