logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა შესაძლოა მხოლოდ საქართველოს შესთავაზოს უვიზო მიმოსვლა
- +

27 თებერვალი. 2016. 12:06


ევროპის კომისია მზად არის, უვიზო მიმოსვლა შესთავაზოს საქართველოს, თუმცა უკრაინის შემთხვევაში შეთავაზება შესაძლოა გადაიდოს.


როგორც „რადიო თავისუფლება" წერს, ევროპის კომისია დეკემბერში აცხადებდა, რომ კრიტერიუმი ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილა საიმისოდ, რომ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის ნებართვა მიეღოთ. კომისია აცხადებდა, რომ 2016 წლის დასაწყისში მიმართავდა ამ შინაარსის წინადადებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროპის პარლამენტს. თუმცა ანონიმურად დატოვებულმა წყარომ ევროკავშირიდან „რადიო თავისუფლებას" აცნობა, რომ ბრიუსელი არ არის დარწმუნებული, გააკეთა თუ არა უკრაინამ ყველაფერი კორუფციასთან საბრძოლველად და მიიჩნევს, რომ უკრაინა და საქართველო ერთ ჯგუფში აღარ უნდა იქნენ განხილულნი ამ ინიციატივაში.


საქართველოსთვის ან უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ ნებართვა ევროპის პარლამენტმა და ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×