logo_geo
eng_logo
კახი კავსაძე: ჩემი გამხნევება პატრიარქს რაში სჭირდება, მაგრამ თუ ამის საჭიროება ოდნავ მაინც დგას, ნებისმიერ წამს მზად ვარ!
- +

30 ოქტომბერი. 2019. 13:25

 

„ჩემი გამხნევება პატრიარქს რაში სჭირდება, მაგრამ თუ ამის საჭიროება ოდნავ მაინც დგას, ნებისმიერ წამს მზად ვარ, ულაპარაკოდ!“ - ამის შესახებ მსახიობმა კახი კავსაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

„პატრიარქმა დამლოცა რთული ოპერაციის წინ, იმედი მომეცა და გამოვჯანმრთელდი კიდეც... მთელი სულით და გულით ჩემს პატრიარქთან ვარ! ძალიანაც მინდა, პირადად ვნახო, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს, ბატონო. თუ მომცემენ უფლებას, ძალიანაც გავიხარებ! ჩემი გამხნევება პატრიარქს რაში სჭირდება, მაგრამ თუ ამის საჭიროება ოდნავ მაინც დგას, ნებისმიერ წამს მზად ვარ, ულაპარაკოდ!“ - განაცხადა კავსაძემ.

 

აქვე, კავსაძე პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ილია მეორე უნდა იყოს ეკლესიის წინამძღვარი, ვიდრე მას სული უდგას!“

 

„ვის რა უფლება აქვს, პატრიარქს უთხრას, გადადგეს ან არ გადადგეს... ილია მეორე უნდა იყოს ეკლესიის წინამძღვარი, ვიდრე მას სული უდგას! მე მას ვუსურვებ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას და მოსწრებოდეს ბედნიერ, გაერთიანებულ საქართველოს! ის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ არის ამქვეყნად მოსული და უნდა მოესწროს ქვეყნის კარგს! ამ სიბინძურეს კი არ უნდა უყურებდეს, საქართველოს ფეხზე დადგომით უნდა ტკბებოდეს!“ - განაცხადა კავსაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner