logo_geo
eng_logo
ეპისკოპოსი მიქაელი: რა უფლება აქვთ მღვდლებსა და მონაზვნებს, სინოდის წინააღმდეგ წავიდნენ?!
- +

7 ნოემბერი. 2019. 14:35

 

„მათ არ სცოდნიათ, რა არის ეკლესიის მადლი და უპირველეს ყოვლისა, მორჩილება“, - ამის შესახებ ეპისკოპოსი მიქაელი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„რა უფლება აქვთ მღვდლებსა და მონაზვნებს, სინოდის წინააღმდეგ წავიდნენ?! მაშინ არ სცოდნიათ, რა არის ეკლესიის მადლი და უპირველეს ყოვლისა, მორჩილება. ასეთი რამ წარმოუდგენელია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ დედაეკლესიის გადაწყვეტილებას დაემორჩილონ!

 

სინოდის წევრები მუდმივად ვეუბნებით ერთმანეთს, თუ რამე გადაცდომა გვექნება, ერთმანეთს ვუთხრათ და რჩევებს აუცილებლად ვითვალისწინებთ. ამაში სათაკილო არაფერია... სინოდის წევრები ყოველთვის საუკეთესოს ვურჩევდით ერთმანეთს.

 

მეც ასე ვაძლევდი რჩევებს მეუფე პეტრეს. მისმენდა, მაგრამ იმავე აზრზე რჩებოდა. ვხედავდი, რა დღეშიც იყო - მტრები ხომ არ ვიყავით ერთმანეთის, ჩვენზე კარგად ვის ესმის ის სიმძიმე, რასაც ვატარებთ...“ - აღნიშნავს ეპისკოპოსი მიქაელი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner