logo_geo
eng_logo
დავით კობეშავიძე: ეს არის უკიდურესად ამაზრზენი, ვისზე სწევთ ხელს, მეგობრებო?
- +

25 ნოემბერი. 2019. 13:56

 

„სულით ხორცამდე შემძრა ამ დღეებში მასმედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ“, - ამის შესახებ სამშობიარო სახლისა და პედიატრიული საავადმყოფოს „იმედის კლინიკის“ დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი დავით კობეშავიძე „ასავალ -დასავალთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„სულით ხორცამდე შემძრა ამ დღეებში მასმედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ უდიდეს ექიმს გოგი მაღალაშვილს პაციენტის ახლობლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ადამიანი გახლავთ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერი  ნეიროქირურგიაში! სცემო ექიმი, რომელმაც იდეალურად ჩაატარა უმძიმესი ოპერაცია და გადაარჩინა პაციენტი - ეს არის უკიდურესად  ამაზრზენი და ყოვლად დაუშვებელი ფაქტი! ნუთუ ვერ ხვდებით, ვისზე სწევთ ხელს, მეგობრებო? თეთრი ხალათი ხელშეუხებელია ომის დროსაც კი! თეთრხალათიანი ადამიანისათვის არ არსებობს საზღვრები, სქესი და ნაციონალობა! მინდა შეგახსენოთ, რომ ძველ დროში, როცა ექიმის შრომა ანაზღაურებადი არ იყო, მათ ხალხი და მადლიერი პაციენტები ინახავდნენ. როგორ შეიძლება, ექიმს მივაყენოთ ფიზიკური შეურაცხოფა და ვლანძღოთ მაშინაც კი, როცა ცამდე მართალია!“ - აღნიშნა კობეშავიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner