logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ნაციონალების ადგილი არის ქუჩაში და ბოლომდე დარჩებიან ქუჩაში...
- +

25 ნოემბერი. 2019. 19:25

 

„ის, რასაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩაში აკეთებს, 20 ივნისს ვერშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ის, რასაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩაში აკეთებს, 20 ივნისს ვერშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების გაგრძელების მცდელობაა, საერთოდ, ნაციონალებმა რევოლუციურ სცენარზე ფიქრი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებიდან მალევე დაიწყეს და 2013 წლის გაზაფხულზე პირველი დიდი საპროტესტო აქციის მოწყობა სცადეს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

 

სხვათაშორის, სწორედ მაშინ - 2013 წლის გაზაფხულზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ნაციონალების ადგილი არის ქუჩაში და ბოლომდე დარჩებიან ქუჩაში. თანაც, რაც დრო გადის, „ნაცმოძრაობის“ დეგრადაცია უფრო და უფრო შეუქცევადი ხდება“,- აღნიშნავს სოზარ სუბარი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner