logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სამართალი, რომელიც დღეს გვაქვს, ნაცების დროინდელი სამართალი აღარ არის...
- +

25 ნოემბერი. 2019. 19:55

 

„მთელი 9 წლის განმავლობაში, როცა ნაციონალები ქვეყანას, მართავდნენ, ძალიან ბევრი დანაშაულის მტკიცებულება გაანადგურეს და გააქრეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„საბრალდებო სკამებზე ვისი ადგილიც იყო, ბევრი მათგანი უკვე გასამართლებულია და სასჯელს იხდის, ბევრის სასამართლო პროცესები დღესაც მიმდინარეობს, ზოგის საქმე უკვე განაჩენის გამოცხადების ეტაპამდეა მისული და ზოგიც გაქცეულია, თუმცა, განაჩენი დაუსწრებლად აქვს გამოტანილი.

 

შესაძლოა, საბრალდებო სკამზე კიდევ ბევრის ადგილი ყოფილიყო, თუმცა, სამართალი, რომელიც დღეს გვაქვს, ნაცების დროინდელი სამართალი არ არის, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილებით შეგეძლო, ნებისმიერი ადამიანი ციხეში ჩაგესვა, მაშინაც კი, როცა მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ამა თუ იმ პირს დანაშაული აქვს ჩადენილი, მას ვერ გაასამართლებ, თუ ხელში მყარი მტკიცებულებები არ გიჭირავს.

 

მთელი 9 წლის განმავლობაში, როცა ნაციონალები ქვეყანას მართავდნენ, ძალიან ბევრი დანაშაულის მტკიცებულება გაანადგურეს და გააქრეს“, - აღნიშნავს სოზარ სუბარი.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner