logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: მოღალატე სააკაშვილის ხელშეწყობით, პუტინმა რუსეთის არმიაში დრონების პრობლემაც ამოავსო...
- +

30 ნოემბერი. 2019. 20:29

 

 

„პუტინმა უმოკლეს ვადაში შექმნა ამერიკული საიდუმლო სამხედრო მანქანების რუსული კლონი, ოპერატიული  საბრძოლო  მართვის მანქანა „ტაიფუნი“. ფოთი სწორედ ამერიკული „ჰამერების“ ხელში ჩასაგდებად დაიკავეს  რუსებმა“,- ამის შესახებ ქართველი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია გაზეთ „ ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისიც იყო, რომ სააკაშვილს რუსებისთვის ხელუხლებლად ჩაებარებინა ამერიკული სამხედრო მართვის მანქანები - „ჰამერები“ და ისრაელის წარმოების დრონები!

 

დიახ, საიდუმლო სამხედრო მანქანები -ამერიკული „ჰამერები“ ორი თვე განგებ დააყოვნეს საქართველოში, არ გააგზავნეს ამერიკაში, დაიწყეს ომი და ისრაელის დრონებთან ერთად, ყველაფერი ჩააბარეს რუსეთს! რუსეთს მაშინ არცერთი ეს ტექნოლოგია არ ჰქონდა. პუტინმა უმოკლეს ვადაში შექმნა ამერიკული საიდუმლო სამხედრო მანქანების რუსული კლონი, ოპერატიული  საბრძოლო  მართვის მანქანა „ტაიფუნი“. ფოთი სწორედ ამერიკული „ჰამერების“ ხელში ჩასაგდებად დაიკავეს  რუსებმა და ვაშინგტონის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ოთხი მანქანა ცოცხალი თავით არ დააბრუნეს.

 

მოღალატე სააკაშვილის ხელშეწყობით  პუტინმა რუსეთის არმიაში დრონების პრობლემაც ამოავსო, რადგან ისრაელის უახლოესი ტექნოლოგია სენაკის ბაზიდან ხელუხლებლად ჩაიბარა!

 

2008 წლის ივნისში ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები გაიმართა და იქ ჰყავდათ ჩამოყვანილი ის 4 „ჰამერი“, რომელიც, როგორც გითხარით, პუტინის აგენტმა სააკაშვილმა ორი თვე განგებ დააყოვნა, ამერიკაში არ გააგზავნა, ომი გააჩაღა და მერე პუტინს მიართვა“,- აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner