logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ელისაშვილი ორღობის პოლიტიკოსია
- +

23 იანვარი. 2020. 15:54

 

 

„ელისაშვილს კალაძის ბოღმა იმიტომ ახრჩობს, რომ მასთან თბილისის მერის არჩევნებში დამარცხდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს

 

„ელისაშვილი გამოხტება, რაღაცებს დააბრეხვებს, ადამიანებს ლაფში ამოსვრის, ტელევიზიების ყურადღებას მიიპყრობს, გადაცემებში დაუძახებენ და ამით ტკბება. მთავარია, საინფორმაციო სივრცეში იტივტივოს,საზოგადოებას საკუთარი არსებობა შეახსენოს და არა აქვს მნიშვნელობა, ამას რა გზით გააკეთებს. ჰეროსტრატეს ისტორიაში შესვლა რომ უნდოდა და ეფესოში არტემიდას ტაძარი დაწვა, დაახლოებით ეგეთი ამბავია, ოღონდ გაცილებით მცირე მასშტაბში. უკეთ რომ ვთქვათ, ელისაშვილი ორღობის მასშტაბის ჰეროსტრატეა.

 

ელისაშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი მალე კალაძის გარემოცვის წევრების დაჭერას დაიწყებს, რადგან თბილისის მერია კორუფციის ბუდეა, კალაძე ყველაფერში ფულს აკეთებს და კალაძე და ივანიშვილი მილიონებს ვერ იყოფენო... კალაძე ოპოზიციაში გადასვლას აპირებს და ოპოზიციის ლიდერებს შეუთვალა, მალე მეც თქვენთან ვიქნებიო. რის საფუძველზე ამბობს ამ ყველაფერს ელისაშვილი? რამე დამამტკიცებელი საბუთი აქვს? თვითონ არის რაიმეს მოწმე? რა თქმა უნდა, არა! საერთოდ, ელისაშვილს კალაძის ბოღმა იმიტომ ახრჩობს, რომ მასთან თბილისის მერის არჩევნებში დამარცხდა. მეტი რაღა ვთქვათ, ელისაშვილი ორღობის პოლიტიკოსია“, - წერს ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner