logo_geo
eng_logo
არჩევნებში მონაწილეობის მიღება სავალდებულო ხდება?
- +

29 თებერვალი. 2016. 15:35


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე  მოითხოვს, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, სანქციები დაეკისროს.


„ალიასთან" საუბრისას მჟავანაძე განმარტავს, რომ ამით არ დაირღვევა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი, რაც გულისხმობს აზრის, სინდისის, რელიგიის თავისუფლებას. ამომრჩევლისთვის მხოლოდ არჩევნებზე მისვლა იქნება სავალდებულო, მას არავინ დაავალდებულებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა.


 

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 1971 წელს დაადგინა, დამკვიდრებული პრაქტიკა არჩევნებზე სავალდებულო გამოცხადების შესახებ არ არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. აღნიშნული დადგენილებით სასამართლომ განმარტა, რომ ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი არ ირღვევა, რაც გულისხმობს აზრის, სინდისის, რელიგიის თავისუფლებას. ამომრჩევლისთვის მხოლოდ არჩევნებზე მისვლა იქნება სავალდებულო, მას არავინ დაავალდებულებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა. აი, ეს რომ სავალდებულო იყოს და ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის საშუალება არ ჰქონდეს, მაშინ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევასთან გვექნებოდა საქმე. რაც შეეხება პროტესტს, წავიდნენ არჩევნებზე, გადახაზო ყველა კანდიდატი და პროტესტი ამით გამოხატონ, თან გარანტირებულად ეცოდინებათ, რომ ბიულეტენი არავინ გამოიყენა", - განაცხადა მჟავანაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×