logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძემ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა
- +

22 მარტი. 2020. 02:53

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა შვილის ჯანმრთელობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. ამირან გამყრელიძის თქმით, მას სერიოზული გართულება არ ჰქონია.

 

 

„მას ჰქონდა გარკვეული სიმპტომები, ახლა ის გადის დასკვნით კვლევებს და ამის მიხედვით გამოჩნდება, რომელ ეტაპზე გადავა. ზოგადად, მისი მადგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ღამის კურიერში“.

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ თავად ნიკოლოზ გამყრელიძემ Facebook-ზე 7 მარტს დაწერა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner