logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკურ მეგობრებს არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა
- +

28 მაისი. 2020. 15:28

 

 

„უცხო არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და  მის პოლიტიკურ მეგობრებს არაფერი მოსწონთ. არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ  კოვიდთან ბრძოლის  გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა და ჩვენ პრაქტიკულად მინიმალური დანაკარგებით გავედით ამ ფონს“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

მისივე თქმით, პანდემიის რეჟიმში ძალიან ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც  უფრო მეტი გამოცდილება და რესურსი ჰქონდა,  როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე ფინასურად, საკმაოდ მძიმე შედეგები მიიღეს.

 

„ჩვენს ოპონენტებს ეს არ მოსწონთ იმიტომ, რომ მათ ეს შედეგი აშინებთ. მოდის არჩევნები და ნებისმიერი წარმატებული საქმე, თუნდაც ეს წარმატება  მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე  გადიოდეს, რა თქმა უნდა, არ აწყობთ. მათი მიზანი მხოლოდ პოლიტიკური სარგებელია. ისინი სიკეთეს ვერ დაინახავენ, რადგან არ სურთ ამის დანახვა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner