logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა, ვინც ჩართული იყო ამ საზარელი დანაშაულის ორგანიზებაში, მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს
- +

16 ივნისი. 2020. 19:36

 

 

“სახელმწიფო გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ კანონიერ ზომას, რომ ასეთი მცდელობის რეციდივსაც არ ჰქონდეს ადგილი და, ჩემი აზრით, გააკეთებს ყველაფერს, რომ უკლებლივ ყველა, ვინც ჩართული იყო ამ საზარელი დანაშაულის ორგანიზებაში, დაგეგმვასა და აღსრულებაში, წარდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა, ვინც, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაში იყო ჩართული, ქართული სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს და ამის განხორციელებაში სახელმწიფოს დასავლელი პარტნიორები დაეხმარებიან.

 

„სახელმწიფომ მოახერხა და დისტანციურად უზრუნველყო გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება. ეს არ არის ადვილი - ოპერატიული კონტროლი შორიდან. მით უმეტეს, როდესაც შენ ბრალდებული ხარ ამ პოლიტიკური ძალის მიერ, რომ ახორციელებ პოლიტიკურ დევნას, მიყურადებას და ა.შ. შესაბამისად, სახელმწიფო გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ კანონიერ ზომას, რომ ასეთი მცდელობის რეციდივსაც არ ჰქონდეს ადგილი და, ჩემი აზრით, გააკეთებს ყველაფერს, რომ უკლებლივ ყველა, ვინც ჩართული იყო ამ საზარელი დანაშაულის ორგანიზებაში, დაგეგმვასა და აღსრულებაში, წარდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე და ამაში აუცილებლად დაგვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებთან თანამშრომლობის ძალიან პოზიტიური გამოცდილება აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სულ ახლახან გახსნილი საქმე კიბერშეტევის თაობაზე ამის ყველაზე ნათელი დასტურია. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, მაგრამ კითხვების დასმას ვერავინ ვერასდროს აგვიკრძალავს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner