logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი საზოგადოების დაძაბვაა
- +

15 ივლისი. 2020. 01:59

 

 

 

გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ გარვკეული მედიასაშუალებების მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი მიზანი არჩევნებამდე საზოგადების მაქსიმალური დაძაბვაა, - ამის შესახებ პრემიერს მრჩეველმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. სოზარ სუბარის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთი მიდგომით საკუთარი დანაშაულების გადაფარვას ცდილობენ.

 

მათ აწუხებთ მათ მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები და უნდათ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოს დღევანდელობაში, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, „ქართულ ოცნებაზე“, რომ თქვან ტანა თქვან: „აი მარტო ჩვენ არა, ისინიც იგივეს აკეთებენ“. ეს არ გამოვა ძალიან მარტივი მიზეზის გამო - დღეს გამოძიება აკეთებს ყველაფერს. 17 ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი“, - აღნიშნა სუბარმა.

 

მან გამოძიების დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგი ტელევიზიის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება უბრალოდ საქმის მასალების არასწორი ინტერპრეტაციაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც სანდრო გირგვლიანი მკვლელობა ჩაიდინეს. სუბარი აღნიშნავს, რომ ეს სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მკვლელობა იყო, რომლის გაყალბებაშიც სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა მონაწილეობდა.

 

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

 

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner