logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით და ჩემი მონდომებით, ზუგდიდში შედეგს დავდებთ
- +

2 აგვისტო. 2020. 01:32

 

 

 

ზუგდიდში პოლიტიკური ცხოვრება დუღს და შესაბამისად, აქედან გამომდინარე ბევრი კანდიდატია ხოლმე. ზოგს პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს, ზოგი პოლიტიკური აქტივისტია, ზოგიერთი კი ადგილობრივია, რომელსაც უბრალოდ სურს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა, - ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

 

ჩიქოვანის განცხადებით, საარჩევნო კამპანიით, ზუგდიდელების წინაშე ყველას შეუძლია წარდგეს და ინფორმირებული ამომრჩეველი გააკეთებს გააზრებულ არჩევანს.ყველას შეგვიძლია წარვსდგეთ ზუგდიდელების წინაშე და დავანახოთ, აქამდე ზუგდიდს როგორ ვემსახურებოდით და აწი ამ ქალაქს როგორ უნდა ვემსახუროთ. ამ ინფორმირებული არჩევანის საფუძველზე მიიღებენ ზუგდიდელები გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, იმ გუნდის მხარდაჭერით, რომელიც ზუგდიდში მიმდინარე რეფორმებზეა პასუხისმგებელი და ჩემი მონდომებითაც დავდებთ შედეგს, თუმცა ეს იქნება, შეჯიბრებითობაზე დამყარებული საარჩევნო კამპანია. მე მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს დავეტოლო რა გამიკეთებია და არ გამიკეთებია ზუგდიდისთვის და რას გავაკეთებ მომავალში“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს, ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ „ევროპული დემოკრატები“ და „ნაცმოძრაობა“ ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ჰყავს ერთი ელექტორატი. პოლიტიკურ ძალას რომელსაც მე წარმოვადგენ, რომელმაც დამაკისრა ეს ვალდებულება, ზუგდიდში აქვს უფრო მეტი ძალა და შესაძლებლობა. რა თქმა უნდა ამას სჭირდება კამპანია და შეფასება იმ შედეგების, რომელიც აქამდე დაიდო და იმ გეგმების განხორციელება რომელიც აწი გვექნება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner