logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი: ვერც ერთ მაჟორიტარულ ოლქს ვერ მოიგებს ვერც „ევროპული საქართველო“, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“
- +

5 აგვისტო. 2020. 02:18

 

 

პარლამენტის ყოფილი წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარმატებას ვერც ერთ ოლქში ვერ მიაღწევენ. ამის შესახებ მან „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი ოპოზიციური ერთობის შექმნის შესახებ განცხადებებს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ აკეთებდა, თუმცა მისთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს არ მოხდებოდა.

 

„თავიდანვე ვფიქრობდი და ამაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცნობ ამ ბატონებსა და ქალბატონებს ძალიან კარგად, რომ ეს ვერ მოხდებოდა. „ნაციონალური მოძრაობა ამ პარტიებს გამოიყენებდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და შემდეგ გადააგდებდა სანაგვეზე, სადმე შორს თავისგან, რაც მოხდა კიდევაც. გაერთიანებული ოპოზიცია ვერ შედგა, დაიშალა, ვერ ჩამოყალიბდა ერთ ბლოკად და ვერც ჩამოყალიბდება მომავალში. ეს გადაადგილებები და ურთიერთბრალდებები, დაპირისპირებები ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით მხოლოდ დასაწყისია ამ ბალაგანისა. ნახავთ, როცა პარტიულ სიებზე იქნება საუბარი, იქ უფრო გამძაფრდება ვნებები, იქ უფრო ბევრი ადამიანი გამოიქცევა, სადღაც გადაბარგდება, სულ წავა პოლიტიკიდან, გაებუტება თავის პარტნიორს. შეიძლება მუშტი-კრივიც გამართონ სადმე, რომელიმე ფანჩატურში. ეს გაგრძელდება ძალიან ხილულად და ამას ჩვენი ამომრჩეველი დაინახავს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, არსებული რეიტინგიდან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომელიმე პარტიასთან გაერთიანების საშუალება არ აქვს.

 

„ვერც ერთ მაჟორიტარულ ოლქს ვერ მოიგებს ვერც „ევროპული საქართველო“, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, - ფიქრობს ყოფილი დეპუტატი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner