logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: არასდროს შევეგუებით ამ ოკუპაციას!
- +

7 აგვისტო. 2020. 20:29

 

 

 

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა, თუმცა ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არასდროს შევეგუებით ამ ოკუპაციას“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

მისი თქმით, საჭიროა კონსოლიდაცია ყველაფერში, განსაკუთრებით კი ამ საკითხზე.

 

„კონსოლიდაციას სჭირდება, რომ სიმართლეს ყველამ გავუსწოროთ თვალი. სალომე სამადაშვილმა განაცხადა, შანსი არ იყო, ეს ომი თავიდან აგვეცილებინაო. როცა დიპლომატი ამბობს, რომ შანსი არ იყო, ე. ი. ის დიპლომატი არ არის, რადგან დიმპლომატიაში ყოველთვის რჩება ადგილი, სადაც შეიძლება ომის თავიდან აცილება და ისტორიაში ამის არაერთი მაგალითია.

 

 ომი ერთ დღეში არ იწყება, ომი პოლიტიკის გაგრძელებაა ცეცხლისმიერი ფორმით. რუსი რომ ოკუპანტია, ამას მე კი არ ვაფასებ და ვამბობ მხოლოდ, საერთაშორისო სამართალი ამბობს ამას. მეორე, თუ მაშინდელმა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, ამაზე უნდა ვისაუბროთ და ეს უნდა იყოს გაკვეთილი. როგორც გიგა ბოკერიამ თქვა და სალომე სამადაშვილმა გაიმეორა, თურმე ერთადერთი შეცდომა ყოფილა ის, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალებს სტატუსი არ მოუხსნეს ანუ გვეუბნებიან, რომ სტატუსი რომ მოეხსნათ, ომი არ იქნებოდაო, რაც დიდი ტყუილია იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალი რუსეთმა ფეხქვეშ გათელა, როცა ოკუპაცია მოახდინა. ომის წინაპირობები იყო ჩვენი მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად უგუნური, გაუმართლებელი პოლიტიკა.

 

რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდოდა, რითაც სურდა შეეჩერებინა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება. ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა მოახდინოს პრევენცია, რომ ომი თავიდან აირიდოს. ხელისუფლების მხრიდან კი არადიპლომატიური ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენი ერთადერთი ფარი იყო საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია. ჩვენი მთავარი ფარი იყო, რომ არა 10 აგვისტოს ჩამოსულიყვნენ პრეზიდენტები არამედ მაშინ, როცა ომის მკაფიო ნიშნები იყო. ომი ასე მარტივად არ იწყება, მას პრაქტიკული გადაადგილებები უძღვის წინ. როცა ომის წინაპირობები არსებობდა და დაზვერვას ეს ინფორმაციები ჰქონდა, მაშინ იყო მოსათხოვი უშიშროების საბჭოს სხდომა. გაეროს უშიშროების სხდომაზე ვსაუბრობ და არა იმაზე, რომ სააკაშვილმა მეორე დღეს ქვეყნის უშიშროების საბჭო მოიწვია და გველაპარაკებოდა, ვინ რა სოფელი აიღო და როგორ.

 

მთავარი ამოცანა წინა ხელისუფლების იყო მაშინ, როცა ხედავდა, რომ კრემლი მომზადებული და ჩასაფრებული იყო აგრესიის განსახორციელებლად, მას პრევენციულად საერთაშორისო დიპლომატიის საშუალებით ყველაფერი გაეკეთებინა ომის თავიდან ასაცილებლად. მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები იყო გასატარებელი: დი[ლომატია, თავდაცვითი ზღუდეები, ევაკუაციის გეგმები, მშვიდობიანი პოლიტიკა. წინა დღეებშიც და მანამდეც ყველაფერი კეთდებოდა ესკალაციისკენ. თქმა იმისა, რომ „ჩვენ არ გვეგონა“- არის დიდი უტიფრობა. ჩვენი კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომები იყოს აღიარებული. დადასტურებული ფაქტია, რომ 1 500 000 000 ლარი, რაც თავდაცვის ბიუჯეტისთვის იყო გამოყოფილი ომამდე სამხედრო შესყიდვებისთვის, მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიზანმიმართულად მიითვისა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს დადასტურებული ფაქტია. ეს ასახულია შესაბამის დასკვნებში. როცა ვსაუბრობთ ომის წარმოებაზე და ქვეყნის თავდაცვაზე, აქ სამხედროებზე ჯოხების გადამტვრევა აბსოლუტურად გაუმართლებელია. უნდა ვაღიაროთ, რომ სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე იყო შეცდომები და ამ შეცდომების გამო იყო კომპლექსური პრობლემები მმართველობის, არასწორი შესყიდვების, არასწორი ოპერატიულ-ტაქტიკური მოქმედებების, რისი წინაპირობაც იყო უგუნური პოლიტიკა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

right_banner
არქივი
right_banner