logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ბუსამ ბარამიძეს ხელი დაარტყა და ასეთი ფორმით დაამთავრა მასთან ურთიერთობა
- +

12 აგვისტო. 2020. 21:34

 

 

„სიარულის მანერით ძალიან ჰგავს, ხმას რომ ამოიღებს, თვალწინ ზურა წარმოგიდგებათ, თბილი, და განათლებული ბავშვია. როცა ესტუმრები, ღიმილით გვხვდება, უხარია მის გვერდით რომ ხარ. გამოირჩევა შინაგანი კულტურით!“, - ამბობს ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას შვილზე, ბუსა ჟვანიაზე საუბრისას გაზეთ „ასავალ-დასავალთან.“

 

ხათუნა ხოფერია იხსენებს რამდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავს, როდესაც ბუსა ჟვანიასა და გიორგი ბარამიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

 „მამის მკვლელობამ და მკვლელების დაუსჯელობამ მასში გარკვეული პროტესტი გამოიწვია. ქვეცნობიერში აგრესია დაგროვდა, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და ერთ მშვენიერ დღეს გარეთ გამოვიდა. ბუსას საზოგადოებაში თავის დაცვა უწევდა, საკუთარი პიროვნების დამკვიდრება იმ გარემოცვაში, სადაც ახალგაზრდები უკვე მენტალურად შეცვლილნი იყვნენ, უფროსებს როცა პროტესტი გვიჩნდება, ხმამაღლა ვამბობთ – „ორთქლს ვუშვებთ“, მაგრამ მოზარდში პროტესტის სხვა ფორმით იჩენს თავს.

 

რაც შეეხება ბარამიძეს, ის ერთ-ერთია, რომლის მსგავსი მატყუარა და ცბიერი ადამიანებისგანაც ბუსას თავის დაცვა უწევდა. ვიცი, რომ ბარამიძეს უბრალოდ ხელი დაარტყა და ასეთი ფორმით დაამთავრა მასთან ურთიერთობა. ადამიანები, რომლებთანაც ლაპარაკი არ ღირს და ისინი მაინც ცდილობენ კონტაქტში შემოსვლას, ამ შემთხვევაში ძალით უნდა დაიცვა ღირსება. მერჩივნა, მე გადამყროდა სადმე ბარამიძე და ცემაში გამებერა!“ - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner