logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ხომერიკი: სააკაშვილი ხელისუფლებაში სოროსმა და „ამერიკელმა ქორებმა“ მოიყვანეს!
- +

12 აგვისტო. 2020. 23:03

 

 

„სააკაშვილი ხელისუფლებაში სოროსმა და „ამერიკელმა ქორებმა“ მოიყვანეს, რომლებმაც სააკაშვილს ამ რეგიონში დააკისრეს რუსეთთან დაპირისპირება ქართველი ერის გენოციდის ხარჯზე. თავიდან სააკაშვილიც, შევარდნაძის მსგავსად, შეეცადა, რეალური მიზანი დროის გაჭიანურებით შეენიღბა“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთა“ „რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრეზიდენტმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ვლადიმერ ხომერიკმა განაცხადა.

 

„მე პირადად რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მითხრა - სააკაშვილის რუსეთში ჩამოსვლის მერე, ფაქტობრივად, დაიწყო შეთანხმების აღსრულების პროცესი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნებდა ცხინვალის რეგიონს, მერე კი ეს პროცესი აფხაზეთზეც განივრცობოდაო. მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი რამ - სააკაშვილი მოსკოვთან კავშირზე აღარ გამოვიდა!

 

„ამერიკელ ქორების“ ყურმოჭრილი მონა რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი ისტორიაში საქართველოს გამაერთიანებლის სახელით შეაბიჯებდა!

 

სააკაშვილი ამერიკელებთან და რუსებთანაც ურთიერთობაში მხოლოდ ფულის შოვნაზე იყო ორიენტირებული, მისთვის ქვეყნის პრეზიდენტობა ოდენ ფულის შოვნის საშუალება გახლდათ.

 

 

სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტიკოსი, ის მხოლოდ ავანტიურისტი ბიზნესმენია!“ - განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner