logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია სახელმწიფოსგან და პოლიტიკური პროცესისგან საფრთხობელას აკეთებს, რომ ამომრჩეველი სახლში დარჩეს
- +

13 აგვისტო. 2020. 00:39

 

 

„ოპოზიცია სახელმწიფოსგან და პოლიტიკური პროცესისგან საფრთხობელას აკეთებს, რომ ამომრჩეველი სახლში დარჩეს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 

„სკიდან ფუტკრის გამოდევნა რომ უნდათ, ბოლს უშვებენ სკაში, ფუტკარი რომ დაფრთხეს და სხვაგან წავიდეს, რადგან ის ბოლო მისთვის უსიამოვნოა, აი ოპოზიცია, საზოგადოებისთვის უსიამოვნოს უშვებენ ეთერში, რომ დაფრთხეს საზოგადოება და საარჩევნო ყუთებთან არ მივიდეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

მისი თქმით, ტალახს ვინც ისვრის, არც ის უნდა ამომრჩეველს და ვისაც ესროლეს არც ის, ანუ ორივეს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩნდება.

 

„ოპოზიცია და მისი ტელეარხები ტალახის სროლით არიან დაკავებული. შედეგი ის იქნება, რომ ამომრჩეველს არც ერთი ენდომება და არც მეორე, ესაა მათი მთავარი მიზანი. თუ ეს მოხერხდა და მოქალაქემ გული აიცრუა არა მხოლოდ კონკრეტულ პარტიაზე, არამედ არჩევნებზე და მოსახლეობის დიდი რაოდენობა სახლში დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“, თავის ამომრჩევლის მობილიზებას გაუკეთებს და შანსები გაუთანაბრდება.  თუ დიდი ნაწილი გაიქცა, ამათ დარჩებათ ბურთი და მოედანი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner