logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: საქართველო არის რეგიონული ლიდერი ბევრი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული განვითარების კუთხით
- +

13 აგვისტო. 2020. 21:53

 

 

„საქართველო არის რეგიონული ლიდერი ბევრი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული განვითარების კუთხით“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო ამყარებს დემოკრატიულ იდეალებს და ამის ჩვენებისა და დემონსტრირების კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება არჩევნები.

 

„საქართველო ამყარებს დემოკრატიულ იდეალებს და ამის ჩვენებისა და დემონსტრირების კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება არჩევნები. საუბრისას ასევე ცალკე აღინიშნა ის შთამბეჭდავი პროგრესი, რაც საქართველოს მთავრობამ აჩვენა COVID-19-თან ბრძოლის კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, ლუგარის ლაბორატორია და წლების განმავლობაში ჩვენთან განხორციელებული ერთობლივი პროექტები ამ ყველაფერს ხელს უწყობდა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner