logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: კორონავირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება
- +

15 სექტემბერი. 2020. 00:50

 

 

 

“საბედნიეროდ კორონავირუსს ლეტალური გამოსავალი უფრო ნაკლები აქვს ვიდრე სხვა დაავადებას, ამიტომ ეს გვაფიქრებინებს, რომ დადგება მომენტი, როდესაც ამ ვირუსთან ბრძოლაში მედიკო-ბიოლოგები გაიმარჯვებენ. ეს ვირუსი ის წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ინფიცირებულთა ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დაავადებულთა ზრდასთან. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მტარებლობა არ ნიშნავს დაავადებულს, მაგრამ თუ ვირუსმა ორგანიზმში გამოიწვია ამა თუ იმ ეტაპზე სხვადასხვა სისტემის ფუნქციების დიზფუნქცია, უკვე ჩნდება დაავადება კლინიკური მანიფესტაციებით. ერთი რამ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა მიერ აზრი არ შეცვლილა, ესაა უკვე 83 პროცენტი ადამიანები შეიძლება იყვნენ ინფიცირებულები და არა დაავადებულები, დანარჩენ 17-პროცენტში ვლინდება დაავადების სიმპტომატიკა, სადაც კრიტიკული პაციენტი 2-3 პროცენტია, რაც მანამდე 4-5 პროცენტი იყო, დანარჩენ 15 პროცენტში ნაწილდება მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტები“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

მისი თქმით, საქართველოში საწოლფონდი გაზრდილია და სრულიად საკმარისია იმ რაოდენობის პაციენტებისთვის, რა რაოდენობაც ამ ეტაპზე ქვეყანას ჰყავს.

 

„შემუშავდა სახლში მკურნალობის პროტოკოლი, ასევე შემუშავდა პროტოკოლი კლინიკაში მოთავსებული პაციენტების, მეხუთე და მერვე დღეს მათი გადაყვანა სტაციონარიდან საკარანტინო ზონებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი სახელმწიფო შეძლებს და მის მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლაში მარტო არ დატოვებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner