logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: კორონავირუსს უმრავლესობა გადაიტანს ძალიან მსუბუქად, შეიძლება უსიმპტომოდაც
- +

15 სექტემბერი. 2020. 01:23

 

 

 

„აბსოლუტური უმრავლესობა ამ დაავადებას გადაიტანს ძალიან მსუბუქად, შეიძლება უსიმპტომოდაც, ასეთები სულ უფრო და უფრო მეტი ჩნდება, მაგრამ ეს დაავადება, სამწუხაროდ, არ არის ისეთი, არავის არაფერი რომ არ დაუშავოს. სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ხანში შესული იქნება თუ ქრონიკული დაავადების მქონე, რომელსაც თავისი დაავადებით ცხოვრობდა, შეიძლება კორონავირუსმა სიცოცხლე მოუსწრაფოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, კორონავირუსს ვერ გააქრობს ვერავინ, საქართველო დედამიწაზეა და ვიდრე დედამიწაზე იქნება, საქართველოშიც ვერ გააქრობ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად და დავიცვათ მარტივი წესები.

 

„მარტივი წესები დარჩა შესასრულებელი - ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა. რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა ვმართოთ სიტუაცია, მე მესმის, რომ ყველა ექსპერტი საქართველოშია - ჩემს ახალგაზრდობაში ფეხბურთის ექსპერტი იყო ყველა და ახლა ყველა ყველაფრის ექსპერტია, მათ შორის, კორონასი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner