logo_geo
eng_logo
ზურა ხაჩიძე: სახლში მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ...
- +

16 სექტემბერი. 2020. 00:41

 

 

ქვეყანაში მიმდინარე ეპიდვითარებას და ხალხში გაჩენილ პროტესტს საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავენ. მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე, საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

 

“სახლში მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე და ხელისუფლება გვეუბნება, რომ უნდა მივეჩვიოთ ამ პანდემიასთან ერთად ცხოვრებას. არავინ არ ამბობს, რომ უნდა დავიკეტოთ, უბრალოდ უნდა მივეჩვიოთ ცხოვრებას ყველა იმ რეგულაციებით, რაც დაწესებულია.

 

ადამიანები პირბადეს არ იკეთებენ, დისტანციას არ იცავენ და ხელისუფლებას მოსთხოვო არ შეიძლება. საზოგადოებაც ხომ არის ამაში დამნაშავე.

 

რაც შეეხება სკოლის დაწყებას, მეც ძალიან მტკივა გული, ანასტასიამ წელს ჩააბარა კერძო სასწავლებელში, თანხა გადავიხადეთ, მაგრამ… ის რაც მოხდა ბათუმში იყო საზოგადოების მხრიდან რეგულაციების არასწორად დაცვის შედეგი” - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner