logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი რუსეთმა წამოწია!
- +

9 მარტი. 2016. 00:54



პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი, როგორც საფრთხობელა, რუსეთმა წამოწია, რადგან ეს მის პოლიტიკურ ინტერესებშია."



რუსეთი ამ დეტალებით ქვეყნის გეზის აფეთქებას ცდილობს, რადგან საზოგადოებაში ანტიევროპული განწყობების ამოტივტივება სწორედ ამგვარი საკითხების გამო იწყება. ეს საკითხი თვითონ ევროპისთვისაც არაა წამყვანი და როცა ქვეყანა ევროპისკენ მიდის, ამ საკითხების გამო ანტიევროპელი რატომ უნდა გახდე?!

რატომ არის საზოგადოება ასე დისტანცირებული?! უნდა დავუკვირდეთ, რას ვთავაზობთ და ანგარიში გავუწიოთ. ტოლერანტულობის მოთხოვნაში რამდენადაც აგრესიულები ვიქნებით, იმდენად მეტ წინააღმდეგობას მივიღებთ იმ ღირებულებების დამკვიდრებაში, რომლის დამკვიდრებაც გვინდა. სწორედ ტოლერანტულობის აგრესიულმა მოთხოვნამ წარმოშვა ბევრი კონტრპროცესი და საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობაც ასეთმა მიდგომამ წარმოშვა. თუ ვაცხადებთ, რომ ქორწინების საკითხის წამოწევა პოლიტიკურ ქულებს იძლევა, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ხელისუფლების პოზიციას მხარს უჭერს." - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში 2030.





 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner