logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სამომავლოდ, შესაძლებელია ირანული გაზი მივიღოთ...
- +

9 მარტი. 2016. 01:47



ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, გაზის მოცულობის გაზრდის პრობლემა გადაჭრილია და საქართველოს დეფიციტი აღარ შეექმნება.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ბუნებრივ აირს ერთი მომწოდებლისგან არ იღებს.


მოლაპარეკებებს არამარტო  სოკართან" და  „გაზპრომთან" ვაწარმოებდით. ასევე იყო მოლაპარაკება ირანთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო  ბუნებრივ  აირს იღებს არა მხოლოდ ერთი მომწოდებლიდან. ასევე, სამომავლოდ, შესაძლებელია, მივიღოთ ირანული გაზი", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა გადაცემა „არჩევანის" პირდაპირ ეთერში.


გარდა ამისა, მინისტრმა განმარტა: "არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ იყო ტექნიკური პრობლემა ბუნებრივი აირის მოწოდების. ე.წ. ყაზახის მილსადენი გარკვეულ რაოდენობაზე მეტს ვერ ატარებს. ეს პრობლემა დღესაც არის, თუმცა დავიწყეთ ერთობლივად მუშაობა შაჰდენიზიდან დამატებითი მოცულობების მიღების შესაძლებლობაზე. გვქონდა არაერთი შეხვედრა კონსორციუმთან და დაახლოებით, 500 მილიონამდე კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატარების შესაძლებლობა იქნება. ფაქტობრივად, აბსოლუტურად გვეხსნება ის პრობლემა, რაზეც იყო საუბარი", - განაცხადა კალაძემ.


 

 

 

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner