logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ახალკაცი: ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია
- +

21 სექტემბერი. 2016. 11:25


 

ყოფილი პატიმარი ალექსნდრე ახალკაცი, რომელიც გოგა ხაინდრავას ფილმში პირველი-მეორე სერიის მთავარი გმირია, ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ციხეში მის წამებას პირადად ესწრებოდა, მაგრამ ის არავის დაუსჯია.



დასჯილი არავინ არის. ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია. ციხის დირექტორი გაგა მკურნალიძე პირადად ხედავდა ჩემს წამებას, თვითონაც მცემდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ცივსისხლიანი ლევან პაჭკორია, რომელიც ყველაზე სადისტი იყო იმ მწამებლებს შორის. ვინ იცის, რამდენჯერ ვყავარ გალახული, ხერხემალი მან დამიზიანა, მალები დაშორებული მაქვს, მათგან კი არც ერთი დასჯილა. საქმის პროკურორი დღემდე მუშაობს. იცით, უკვე აღარც ვკითხულობ მათ. რომ გამოვედი ციხიდან, პირველივე დღეს მივუტევე. მქონდა მოლოდინი, რომ ეს რეჟიმი გასამართლდებოდა... ვხვდები კიდეც ამ ადამიანებს, რადგან როგორც უფლებადამცველს, მიწევს ციხეში შესვლა და მისალმება. უკვირთ. თუ ადამიანობის ნატამალი აქვთ დარჩენილი, ალბათ ძალიან ცუდად იქნებიან. ლევან პაჭკორია იმდენად ამაზრზენი და მკვლელი იყო, მისი დავიწყება არ შემიძლია. ის ცემით კლავდა ადამიანს. პირიდან სისხლს ანთხევდი, ის კი არ ჩერდებოდა, მაინც გირტყამდა. ჩვენ თვალწინ იღუპებოდნენ ბიჭები. ისეთი დღეები მაქვს გადატანილი, მაშინ მეც გაბოროტებული უნდა ვიყო და ქუჩა-ქუჩა ვხოცავდე ადამიანებს", - აცხადებს ალექსანდრე ახალკაცი.


 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner