logo_geo
eng_logo
სალომე ფაღავა: სხვისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის
- +

7 ოქტომბერი. 2016. 15:20



გოგა ხაინდრავას ფილმში „ჰეროკრატია" სოფო ნიჟარაძის პროტოტიპის როლს მსახიობი სალომე ფაღავა ასრულებს. მისი თქმით, ბევრი არ უფიქრია ამ როლის შესრულებაზე, როდესაც შეთავაზება მიიღო და ამბობს, რომ ძალიან ბევრი ამსგავსებს მას გარეგნულად სოფო ნიჟარაძეს.


- „ჰეროკრატიაში" მონაწილეობასთან დაკავშირებულ შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან ვიცოდი, რომ საკმაოდ დიდი პროექტი იყო. დიდი ხანია, რაც იღებენ. კასტინგი 6-8 თვის წინ გავიარე...


- კასტინგი თავიდანვე კონკრეტული როლისთვის გაიარე?


- მითხრეს, რომ 2-3 ვარიანტი იყო. ალბათ, თავდაპირველად, პროექტი მაინც კონფიდენციალური გახლდათ... ბოლოს გადაწყდა, რომ ის როლი უნდა შემესრულებინა, რომელიც ტელეეკრანზე ხალხმა უკვე ნახა...

 

- განსაზღვრული იყო, რომ შენი პერსონაჟი სოფო ნიჟარაძის პროტოტიპი ყოფილიყო?


- რა თქმა უნდა. Facebook-ზე ათასობით წერილი მომდის. პირდაპირ მეკითხებიან - „სოფო ნიჟარაძე ხარო"? შოკში ვარ ხოლმე. მგონი, ყველა მიხვდა, ვის როლს ვასრულებ.. გარეგნობით სოფოს არც ვგავარ. მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს.


- შენი პერსონაჟი დაგვიხასიათე.


- მიმაჩნია, რომ სერიალში ერთ-ერთ ნიჭიერ შემოქმედებით ადამიანს ვასახიერებ. ამ როლზე მუშაობამდე, მის შემოქმედებას არ ვიცნობდი. ახლა უკვე მის სიმღერებს, კლიპებს, ინტერვიუებს გავეცანი. როგორც მსახიობს, ეს მჭირდება, რომ მის ხასიათში ცოტათი „ჩავჯდე". რეალურად, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განვსხვავდებით. რა ვიცი, როგორ დავახასიათო? გადაღებაზე მეუბნებიან, - მგონი, შეგიყვარდაო, რადგან მიმაჩნია, რომ მართლა ბევრი აქვს ნაშრომი. ფართო პუბლიკის წინაშე მცირე ასაკში წარდგა. თავისი საქმე ძალიან უყვარს. როგორც ინტერვიუებში ამბობს, - ამ საქმის გარდა, არაფერზე უფიქრია.


- სოფო ნიჟარაძის შემოქმედების, ინტერვიუების გაცნობისას თუ აკვირდებოდი მომღერლის საუბრის მანერას და სხვა მსგავს დეტალებს?


- რა თქმა უნდა! სერიალიდან მოთხოვნა არ მაქვს, რომ ერთი ერთში სოფო ნიჟარაძე ვიყო. ასე თამაშს არც სხვა მსახიობებს სთხოვენ, მგონი, გარდა ერთისა... პაროდია არ უნდათ. პაროდისტი არც ვარ, მაგრამ მსახიობმა ზედმიწევნით უნდა განასახიეროს, თუ დასჭირდება.


- მის შესახებ ჭორები თუ გსმენია?


- ჭორები უამრავ ადამიანზე მსმენია, მაგრამ სხვისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner