logo_geo
eng_logo
ზურაბ ჯაფარიძე: მე ვიყავი „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ჩანაწერების არსებობაზე წარმოდგენაც არ მქონდა!
- +

21 მარტი. 2016. 23:24


ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის" დამფუძნებლის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა  ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.


ჯაფარიძის ტქმით გაერთიანება პოლიტიკური „გირჩი"  პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას  ითხოვს. 



"შესაძლოა, ადამიანები, რომლებიც ამ საზიზღრობის გაკეთებაში იყვნენ ჩართულები, ახლა დღევანდელ ხელისუფლებას ემსახურებიან. ან, ჩანაწერები დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებზეც აქვთ, მათაც აშანტაჟებენ და ამიტომ, პოლიტიკური ნება არ არსებობს."- აღნიშნა  ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, კადრების გავრცელებით, პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და ეკონომიკური ხასიათის მნიშვნელოვანი პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა ხდება. ჯაფარიძე არ გამორიცხავს  ამ საქმეში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობას.


ეს ყველაფერი შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ვერ ვიტყვი, რომ კადრები, მაინცდამაინც, რუსული სპეცსამსახურების გავრცელებულია. თუმცა, ეს ყველაფერი ხელს რუსეთს აძლევს."- განაცხადა ჯაფარიძემ.


2030-ში ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როდის და ვისი შეკვეთით ხდებოდა ამ კადრების გადაღება.


"მე ვიყავი "ნაციონალურ მოძრაობაში", მაგრამ ხელისუფლებაში არ ვყოფილვარ და ფარული ჩანაწერების არსებობაზე წარმოდგენაც არ მქონდა. ინფორმაცია რომ მქონოდა, რაღაც რეაგირებას მოვახდენდი. ფორმულირება, რომ ამ ჩანაწერებს "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა, არასწორია. იყო თუ არა ეს პოლიტიკური დაკვეთა, გამოძიებამ ჯერჯერობით ვერ დაადასტურა. კომისიას, რომლის შექმნასაც ჩვენ ვითხოვთ, კონკრეტული მიზანი ექნება - გამოიძიოს, რა სახელმწიფო სტრუქტურები იყო ჩართული ფარული ჩანაწერების შექმნაში და ხდება თუ არა ეს დღესაც?! პროცესში პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურების ჩართვასაც ვითხოვთ." - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ 2030-ში.


 

right_banner
არქივი
right_banner