logo_geo
eng_logo
დავით ველიჯანაშვილი: ირინა ფეხმძიმედ იყო, როცა პოლიტიკაში წასვლის შეთავაზება მიიღო...
- +

9 დეკემბერი. 2016. 02:48



„მე და ირინა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს, ერთმანეთს აზრს ყოველთვის ვეკითხებით", - ამბობს მსახიობი დავით ველიჯანაშვილი და იმ პერიოდს იხსენებს, როცა მისმა მეუღლემ (პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე) პოლიტიკაში წასვლის შეთავაზება მიიღო. რა არის სიყვარული, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, რა თვისება მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, როდის უჭირს ემოციების მართვა და რა შემთხვევაში შეუძლია პატიება? - ამ ყველაფერზე ის  ჟურნალ „გზის" რუბრიკაში დასრულებული წინადადებება საუბრობს.


- ბედნიერი ვარ, რომ...

 

- ...მყავს მეუღლე და 2 შვილი, სამივე ძალიან მიყვარს.


- ჩემთვის მიუღებელია...

 

- ...ადამიანების, საქმის ღალატი. როცა ვინმეს შენი იმედი აქვს და გენდობა, არ უნდა დააღალატო. ჩემთვის მიუღებელია არაპუნქტუალობა, ხოლო უპასუხისმგებლობა არის ის, რის გამოც „მაძაგძაგებს". საქმე, რომელსაც ხელს ჰკიდებ (არ აქვს მნიშვნელობა, იმ საქმეში ანაზღაურებას იღებ თუ არა), კეთილსინდისიერად უნდა შეასრულო.

 

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

 

- ...მნიშვნელოვანს არაფერს შევცვლიდი. ისეთი ეპიზოდიც კი არ მახსენდება, რომ მეფიქროს, - ამ პერიოდს სიამოვნებით ამოვჭრიდი-მეთქი. ადამიანური დანაკლისი, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ამ მხრივ, მაინც უძლური ვიქნებოდი.


- ...ჩემი და ირინას სიყვარულის ამბავი დაიწყო...

 

- ...ჩემს დაბადების დღეზე ირინა მეგობართან ერთად მოვიდა. პირველად თვალში მისი თვალები მომხვდა და მერე როგორც ხდება ხოლმე, ჩვენს ურთიერთობაში ეტაპობრივად მოვიდა მოწონება, ვნება, სიყვარული...

 

- როდესაც ირინამ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო...

 

- ...ჩვენ ამ თემაზე რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ. ერთმანეთს აზრს ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს ვეკითხებით. ამჯერადაც ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო გამოწვევა, მაგრამ არ იქნებოდა ადვილი საქმე. თუ ქვეყნისსაკეთილდღეოდ რაიმეს გაკეთება შეგიძლია, უარი რატომ უნდა თქვა?


ირინა ფეხმძიმედ იყო, როცა პოლიტიკაში წასვლის შეთავაზება მიიღო, მერე ბავშვი გააჩინა და არჩევნებიც მოახლოვდა. მალე მოუხდა ჩვილის დატოვება. ეს იყო ჩვენი თანაცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი (მაგრამ არა პირად ურთიერთობებში). ირინას ბუნებრივია, მაქსიმალურად ვუწყობდი ხელს. აქტიური მამა ვარ და შემიძლია, ბავშვი დამოუკიდებლად ვაბანაო, მაგრამ ამაგს ვერ დავუკარგავ ბებიებს, რომლებიც მუდამ ჩვენს სამსახურში არიან. ახლა ძიძაც გვყავს.


- ჩვენს ურთიერთობაში რომანტიკა...

 

- ...ზოგადად, რომანტიკა თავისით არ მოდის, ასეთი ამბები უნდა მოიგონო და ჩვენც ვიგონებთ ხოლმე, შეძლებისდაგვარად ერთმანეთს დღესასწაულებს ვჩუქნით - ეს ურთიერთობისთვის საჭიროა.


- ვერავინ მაიძულებს...

 

- ...დავაკლდე საყვარელ ადამიანებს; ვერავინ მაიძულებს, ვინმეს ფული „მოვუტეხო" და მოვპარო.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner