logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ვაგრძელებთ რუსეთთან კონსტრუქციული და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას
- +

30 დეკემბერი. 2016. 18:40



„ჩვენ რუსეთთან ვაგრძელებთ ჩვენი კონსტრუქციული და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას, როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება აბაშიძე-კარასინის ფორმატში შეხვედრები და ამ შეხვედრების შედეგად მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი სავაჭრო, ეკონომიკურ, სატრანსპორტო ურთიერთობებში", - ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ 2016 წლის შეჯამებისას განაცხადა.

 

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა, დემოკრატიული განვითარება და იყოს შესაძლებლობა, რომ განხორციელდეს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები", - განაცხადა ჯანელიძემ.


მისივე თქმით, ის ასოცირებული შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ისტორიული შეთანხმებაა. ჯანელიძეს განცხადებით, პირველად შეიქმნა ევროკავშირის მხრიდან ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია საქართველოს პროგრესი ევროპული ტრასფორმაციის გზაზე.

 

„მინდა აღვნიშნო, რომ იმ მიზნებიდან, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობას 2009 წელს ჰქონდა, უმეტესობა შესრულდა. ძირითად მიზნებად დასახული იყო, რა თქმა უნდა, საქონლის მომსახურების კაპიტალის თავისუფლად გადაადგილება და მობილურობის ხელშეწყობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორის, რომელსაც ხელს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი უწყობს, ამ მიმართულებითაც უკვე არის კონკრეტული ხელშესახები შედეგები", - განაცხადა ჯანელიძემ. 


 

right_banner
არქივი
right_banner