logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: რეგიონში სიტუაცია უკეთესი რომ ყოფილიყო, შესაძლებელია ეკონომიკურად უკეთესი მაჩვენებლები გვქონოდა
- +

30 დეკემბერი. 2016. 21:43



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სამეზობლოში და მთლიანად რეგიონში სიტუაცია უკეთესი რომ ყოფილიყო, შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკურად უკეთესი მაჩვენებლებიც კი ჰქონოდა. კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული მდგომარეობისა ქვეყანამ 2016 წელს ძირითად მიზანს მაინც მიაღწია.


„ჩვენ გვაქვს მაინც რეგიონში გამორჩეული ზრდის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მაგრამ, ერთი რამ ცხადია - ამ წელიწადში ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით უკვე ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით, რომელიც აუცილებელად, როგორც ჩვენ დავაანონსეთ და შევპირდით მოსახლეობას, 4 წლის თავზე მოიტანს თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ საქართველოს. ამისი ჩვენ არამარტო გვჯერა, არამედ ვხედავთ ამ მომავალს და განვითარების ვექტორს" , - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner