logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ტელეკომპანიების გაერთიანება არის ჩვეულებრივი ბიზნესი
- +

30 დეკემბერი. 2016. 22:21



„ეს არ არის ჩვენი ხელწერა. ეს არის კერძო კომპანიების გადაწყვეტილება, რომ მოხდეს გაერთიანება",- ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიაჰოლდინგების გაერთიანება. როგორც კვირიკაშვილი აღნიშნავს, მსგავსი პროცესი არის მხოლოდ ბიზნესი და აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო არა არის ჩართული.


„უფრო ძლიერი მედია საშუალება შეიქმნება. ეს არის მათი ნება. მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და მოხდა 3 კომპანიის გაერთიანება. რამდენადაც ვიცი, ასეთი რამ ხშირად ხდება მედია სივრცეში და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი და ბიზნესური გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 


 

right_banner
არქივი
right_banner