logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ნარკოტიკი არის უბედურება!
- +

30 დეკემბერი. 2016. 22:22



„ნარკოპოლიტიკა ურთულესი საკითხია. საერთოდ არავითარ შემთხვევაში არ ვიზიარებ და კატეგორიულად ვემიჯნები ამ რაღაც მცენარეების დარგვის სულისკვეთებას",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ადამიანების დასჯა ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატიმრობით არაჰუმანურია.


„ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ მინახავს ჩემი ძალიან ახლო მეგობრების არეული თვალები. ასევე მახსოვს არ ერთი დაკარგული მეგობარი. ეს არის უბედურება. ნარკოტიკი არის უბედურება და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ ამ ჟივილ- ყივილს, რომ ეს რამენაირად კარგი შეიძლება იყოს. მეორეს მხრივ საპატიმრო ზომით დასჯა ადამიანის, რომელსაც უბედურება დაემართა არაჰუმანურია და არაპროდუქტიულია. კარგად უნდა მოვიფიქროთ პრევენციის, მკურნალობა- რეაბილიტაციის საშუალებები",- განაცხადა კვირიკაშვილმა. 


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner