logo_geo
eng_logo
„არც ერთმა ადამიანმა არ მინდა, იფიქროს, რომ ვინმე იყო ზედმეტი სახელმწიფოსთვის, ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც გული ეტკინა“
- +

30 დეკემბერი. 2016. 22:47



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო უწყებებში ოპტიმიზაციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ სურს არც ერთმა ადამიანმაიფიქროს თითქოს ვინმე იყო ზედმეტი სახელმწიფოსთვის ან სახელმწიფო აპარატისთვის.


„იყო გარკვეული არასწორი გამონათქვამები ამ მიმართულებით. მე მინდა, იმ ადამიანებს ბოდიში მოვუხადო, ვისაც გული ეტკინა ამ შემთხვევაში. მინდა, გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ ყველა ჩვენგანი ამას ძალიან განვიცდით. არც ერთი ადამიანი არ გვყავს  ჩვენ დასაკარგი, მაგრამ ადამიანის არდაკარგვა არ ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი უნდა მუშაობდეს სახელმწიფო აპარატში. სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება და რამდენიც იქნება მოტივირებული, რომ ეს საქმე გააკეთოს",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.



 

right_banner
არქივი
right_banner