logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ, სამწუხაროდ, ჩავდივართ დანაშაულს ჩვენი ახალგაზრდების წინაშე
- +

30 დეკემბერი. 2016. 22:54



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო ახალგაზრდების წინაშე დანაშაულს ჩადის. როგორც კვირიკაშვილი აღნიშნავს, 100%, იმ პრობლემების, რომელიც  ქვეყანაშია, პირდაპირ გამოწვეულია განათლებით.


„100%, იმ პრობლემების, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, პირდაპირ გამოწვეულია განათლებით. მე არავის არ ვაყენებ ჩრდილს. პირიქით, მინდა ვთქვა, რომ მასწავლებლები, რომელიც ჩვენ გვყავს, არიან ნამდვილად ყველაზე დასაფასებელი ადამიანები. ჩემს ოჯახში არის ორი პედაგოგი და ვიცი ეს რა შრომა არის. ისინი არიან დასაფასებელი და ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა გადავიტანოთ აქცენტი მათ ტესტირებაზე, გაცხრილვაზე. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ ჩადგნენ ახალი თაობის მომმზადებელთა რიგებში.

 

ჩვენ, სამწუხაროდ, ჩავდივართ დანაშაულს ჩვენი ახალგაზრდების წინაშე. ჩვენ ყოველწლიურად ჩართული გვაქვს დანაშაულებრივი ქარხანა უმუშევარი ადამიანების წარმოების. ეს სადღაც უნდა გაჩერებულიყო. ჩვენ ვუშვებთ ათჯერ უფრო მეტ დიპლომატს, ვიდრე ეს გვჭირდება, ჩვენ ვუშვებთ არ ვიცი რამდენჯერ მეტ ფინანსების სპეციალისტს, ვიდრე გვჭირდება, იურისტებს და ა.შ.

 

ეს ქარხანა როდესაც ფულზე არის აწყობილი და გარკვეული მოდური ტრენდებია შექმნილი, სადაც ეს პროფესია მოდურია, ეს არა, ჩვენ არ შეიძლება ეს ასე მივუშვათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


კვირიკაშვილმა ისაუბრა პროფესიულ განათლებაზე და განაცხადა, რომ ეს ერთგვარ დასჯის მექანიზმად მოიაზრებოდა.


„პროფესიული განათლება იყო გარკვეულწილად სადამსჯელო მექანიზმი, აი, ბავშვი თუ ცუდად მოიქცეოდა, პროფესიული განათლების სასწავლებელში აგზავნიდნენ. ეს ხომ არასწორია. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, სამჯერ მეტია შეფარდება პროფესიული განათლების და უმაღლესი განათლების მიმდევართა შორის, ჩვენთან შედარებით. ეს არის პირდაპირი ანომალია, რომელიც უნდა გამოსწორდეს",- განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner