logo_geo
eng_logo
ზურაბ ალავიძე: აუცილებლად გადავხედავთ პრემიებისა და დანამატების გაცემის საკითხს
- +

30 დეკემბერი. 2016. 23:09



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ პრემიების და დანამატების გაცემის საკითხი აუცილებლად გადაიხედება.  მინისტრის თქმით, მიდგომა შეცვლილია და სამომავლოდ უწყებაში სახელფასო დანამატები, კონკრეტული შესრულებული საქმიანობიდან გამომდინარე გაიცემა.


„აუცილებლად გადავხედავთ პრემიებისა და დანამატების გაცემის საკითხს. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მუშაობაზე ორიენტირებული. გვაქვს გეგმები, რომელიც თუ შესრულდება აუცილებლად წავახალისებთ თანამშრომლებს. ადამიანები პრემიებს მიიღებენ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ასეთი პოზიცია გვაქვს, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, ეს გეგმები კარგად გამოგვივა", - აღნიშნა ალავიძემ.




 

right_banner
არქივი
right_banner