logo_geo
eng_logo
„ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც დარჩა სამსახურის გარეშე, რაღაცა კუთხით ხელი შევუწყოთ“
- +

30 დეკემბერი. 2016. 23:15



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ადამიანებს რომლებიც უწყებების ოპტიმიზაციის გამო სამსახურის გარეშე დარჩებიან, ხელი შეეწყობათ. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხად.


მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლისა და ეკონომიკის მინისტრებისთვის მიცემულია მითითება, რათა სხვადასხვა პროგრამებში აღნიშნული ადამიანებისთვის სტიმული შეიქმნას.


„ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც დარჩა სამსახურის გარეშე, რაღაცა კუთხით ხელი შევუწყოთ. ზოგს მიეცა კომპენსაცია. მე მივეცი მითითება სოფლისა და ეკონომიკის მინისტრებს, რომ პროგრამებში - აწარმოე საქართველოში, სოფლის მეურნეობის აგროკრედიტის პროგრამებში - შევქმნათ დამატებითი სტიმულები, წამახალისებელი კომპიონენტები შევიტანოთ სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის, რომ მათღ მივცეთ საშუალება ცხოვრება გააგრძელონ",- განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner
არქივი
right_banner