logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი ციფრული მაუწყებლობის რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობს
- +

30 დეკემბერი. 2016. 23:34



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ციფრული მაუწყებლობის რეფორმის განხორციელებას წინა ხელისუფლება ვერ ბედავდა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ კუთხით უდიდესი ცვლილება მოახდინა.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს, კანონმდებლობის მეშვეოიბით, მაქსიმუმ 10 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ახალი ტელევიზია გაიხსნას და მაუწყებლობა დაიწყოს.


„სიხშირის რესურსი გაიზარდა და ლიცენზირებაც კი არ არის საჭირო, ძალიან მარტივია ავტორიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც ნებისმიერ ადამიანს თუ ბიზნესჯგუფს შეუძლია გახსნას საკუთარი ტელევიზოა. ეს არის უდიდესი თვისობრივი ცვლილება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა და ამას ვერავინ უარყოფს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner
არქივი
right_banner