logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: არც ერთ ქვეყანაში დიდი რეფორმა მარტივად არ განხორციელებულა
- +

30 დეკემბერი. 2016. 23:38



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში  აღნიშნა, რომ არც ერთ ქვეყანაში დიდი რეფორმა მარტივად არ განხორციელებულა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ყველა არსებულ სირთულეს აცნობიერებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ყველა ნაბიჯი სწორად დაგეგმილია.


„ჩვენც ადამიანები ვართ და მინდა იცოდეთ, რომ ამ სირთულეებს ვაცნობიერებთ, მაგრამ 100%-ით გვჯერა, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის აბსოლუტურად სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებული და დაგეგმილი. ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ქვეყანაში",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა განათლების რეფორმასა და მასწავლებლების დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პედაგოგები ყველაზე დასაფასებელი ადამიანები არიან.


„მასწავლებლები, რომელიც ჩვენ გვყავს, არიან ყველაზე დასაფასებელი ადამიანები. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვამბობ და თავის მოწონებად არ ჩამითვალოთ, ჩემს ოჯახში ორი პედაგოგია და ძალიან კარგად ვიცი რამხელა შრომაა. განსაკუთრებით მინდა ვთქვა - იმ ურთულეს წლებში, როდესაც პედაგოგებს ხელფასიც კი არ ჰქონდა, გაყინულ კლასებში მუშაობა უწევდათ, მათ ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემის უწყვეტობა უზრუნველყვეს. მათ ჩვენ დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ და არავითარ შემთხვევაში აქცენტი არ უნდა გადავიტანოთ მათ ტესტირებასა და გაცხრილვაზე. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ გაიარონ საჭირო გადამზადება",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner