logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უნდა გავთავისუფლდეთ პიროვნებებზე მორგებული კონსტიტუციისაგან
- +

30 დეკემბერი. 2016. 23:40



საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, უნდა გაითვალისწინოს საუკეთსეო საერთაშორისო პრაქტიკა და გავთავისუფლდეთ პიროვნებებზე მორგებული კონსტიტუციისაგან.


კვირიკაშვილის თქმთ, უნდა შეიქმნას ისეთი კონსტიტუცია, რომელშიც არც ერთ პიროვნებას არ ექნება პრეროგატივა.


„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდეთ პიროვნებებზე მორგებული კონსტიტუციისაგან. უნდა მივიღოთ სწორი სისტემა და აქ არც ერთ პიროვნებას არ უნდა ჰქონდეს პრეროგატივა, რომ თქვას: მე ასე ვფიქრობ, ასეა სწორი, არავითარ შემთხვევაში! უნდა გავითვალისწინოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის რეალობა, გამოწვევები და მხოლოდ ასე მივიღოთ  სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც არ იქნება დამოკიდებული არც გიორგი კვირიკაშვილზე და არც სხვა პიროვნებაზე, რომელიც ჩვენი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელია", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა გადაცემა „მოამბეში".


 

right_banner
არქივი
right_banner